მთავარი » ფაილები » My files

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 21
ნაჩვენებია მასალა: 11-20
გვერდები: « 1 2 3 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ჩატვირთვებით · ნახვებით

My files | ნანახია: 690 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: lukkkka | თარიღი: 2015-08-28 | კომენტარი (0)

My files | ნანახია: 1322 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: lukkkka | თარიღი: 2015-08-28 | კომენტარი (0)

d

My files | ნანახია: 758 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: lukkkka | თარიღი: 2015-08-28 | კომენტარი (0)

My files | ნანახია: 832 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: lukkkka | თარიღი: 2015-08-28 | კომენტარი (0)

იმედი

 

My files | ნანახია: 1414 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: lukkkka | თარიღი: 2015-08-28 | კომენტარი (0)

გაიგე ვინ ხარ ავტარში

My files | ნანახია: 663 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: (ADMINISTRATOR) | თარიღი: 2015-06-26 | კომენტარი (0)

ნახევარქათმის ამბავი

ერთი ნახევარქათამი და ერთი მელია დაძმობბილდნენ. წავიდნენ გზასა. მელიამ გზაზე ნახევარქათამი გააჯავრა.ნახევარქათამმა უთხრა მელიას: - მელია, სუ, თორემ ჩაგყლაპავო.

მელიამ გაიცინა და უთხრა: - ჩამყლაპეო. გააღო პირი და გადაყლაპა მელია.

წამოვიდა. გზაზე ერთ მგელს შეხვდა და მასაც დაუძმობილდა. წავიდნენ ერთად, გზაზე მგელმა გააჯავრა ნახევარქათამი. ნახევარქათამმა უთხრა: - მგელო, ჩაგყლაპავ, თუ თავი არ დამანებეო. - ჩამყლაპეო, - უთხრა მგელმა.გააღო პირი ნახევარქათამმა და მგელიც მელიასთან ჩააბრძანა.

წამოვიდა ისევ ნახევარქათამი. გზაზე ერთ დათვს შემოხვდა: - დათვო, ჩაგყლაპავო, უთხრა ნახევარქათამმა.დათვმა რაღაც დაიბუტბუტა და ხმა არც კი გასცა. გააღო პირი ამ ნახევარქათამმა და გადაყლაპა დათვიც.

წავიდა ისევ ნახევარქათამი და მივიდა ერთ ზღვასთან. დაღონდა ნახევარქათამი: როგორ უნდა გადავიდეო.იფიქრა, იფიქრა, გააღო პირი და ჩაყლაპა ეს ზღვა და მშრალზე გავიდა ზღვის გაღმა. აქ ამოეფარა კამეჩის ნეხვს და დაიწყო ძახილი: - დიდებულო ხელმწითევ! გამოგზავნა ხელმწიფემ ნაზირ-ვეზირები - წადით, ვინ იძახისო.

წამოვიდნენ ეს ნაზირ-ვეზირები, ეძებეს, მაგრამ ვერსად იპოვეს. ხელმწიფეს მოახსენეს: - ვეძებეთ, მაგრამ ჩვენ ვერვფერი ვიპოვეთო.

ნაზირ ვეზირები რომ გაშორდნენ, ნახევარქათამმა ისევ მორთო ყვირილი: - დიდებულო ხელმწიფევ, დიდებულო ხელმწიფევ!

წამოვიდა ახლა თვითონ ხელმწიფე. ეძება ეს მყვირალა და კამეჩის ნეხვის უკან იპოვა; წაიყვანა შინ, მისცა კარისკაცებს და უთხრა: - საქათმეში შეაგდეთო.

წაიყვანეს ნახევარქათამი და შეაგდეს საქათმეში. ნახევარქათამმა ამოუშვა მელია მუცლიდან. მელიამ დაჭამა ქათმები და გასწია თავის გზაზე. მეორე დღეს შევიდნენ, ნახეს - ქათმები ერთიც აღარ არის.დაიჭირეს ნახევარქათამი და შეაგდეს საბატეში.

ამოუშვა ნახევარქათამმა მგელი. მგელმა დაჭამა ბატები და წავიდა თავის გზაზე. მეორე დღეს შევიდნენ საბატეში, ნახეს, რომ ერთი ბატიც აღარ დარჩენილა; ნახევარქათამი კი ქანდარაზე ზის.

გამოიყვანეს და დაამწყვდიეს საცხვრეში - ეგებ ერკემალმა გაჭყლიტოსო. ამოუშვა ნახევარქათამმა დათვი ამ ცხვრებში. დათვმა დაჭამა ცხვრები და გასწია თავის გზაზე. მეორე დღეს ხელმწიფემ შეგზავნა კაცები: ნახეთ იმ ეშმაკმა რა ჰქნაო? შევიდნენ, ნახეს - ცხვარიც აღარ არის.

გაჯავრდა ხელმწიფე. მაშინ უბრძანა მისი დაკვლა: მოახრაკვინა და შეჭამა. მუცელში გაცოცხლდა ნახევარქათამი და დაიწყო ხტუნაობა და სიმღერა. ხელმწიფემ უბრძანა ნაზირ-ვეზირებს და მეომრებს: აიღეთ ხმლები და როდესაც ამოფრინდება, მოკალითო. ამოფრინდა ნახევარქათამი და გაიქცა ბაღში. გამოუდგნენ მოსაკლავად.ამოუშვა პირიდან ნახევარქათამმა ზღვა და ჩაახრჩო ხელმწიფე და მისი ნაზირ-ვეზირები.

My files | ნანახია: 1267 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: lukkkka | თარიღი: 2015-06-18 | კომენტარი (0)

 ნადირთა ძმობა

დათვი, მგელი და მელია შეხვდნენ და ერთმანეთს შესჩივლეს, რომ ხშირად დიდის ხნობით შიმშილით კუჭი გვიხმებაო, მოდი დავძმობილდეთ და ამიერიდან რაც მოვინადიროთ, ძმურად გავიყოთ ხოლმეო. დაძმობილდნენ და შეფიცეს ერთმანეთს არ ეღალატნათ.

წავიდნენ სამივენი სანადიროდ. იმათ იღბალზე დაჭრილი ირმის ნუკრი ნახეს, კისერი მოუგრიხეს, ჩეროში მწვანეზე დასხდნენ და გაყოფას შეუდგნენ. დათვმა უბრძანა მგელს, რომელსაც შიმშილით კბილები უკაწკაწებდა, - აბა, გაჰყავიო! მგელმა სთქვა: - თავი შენ, როგორც ჩვენს ბატონს და მეთაურს, შუა ტანი მე და ფეხები მელიას, რომელსაც ცუნცული უყვარსო. ეს უკანასკნელი სიტყვები ჯერ არც კი გაეთავებინა მგელს, რომ დათვმა ისე ღონივრად ჩაჰკრა თავში თათი, რომ მთებმა ბანი მისცეს. მგელი ღმუილით განზე დაჯდა.

დათვი მიუბრუნდა მელიას და უთხრა: - ჩემო მელიავ, შენ გაჰყავიო! ცბიერმა მელიამ მოწიწებით წარმოთქვა: - თავი შენ, ვითარცა ჩვენს მეფეს, შუა ტანი შენ, რადგან ჩვენზე მამობრივად ზრუნავ, და ფეხებიც შენ, ვინაიდან ჩვენდა საკეთილდღეოდ არიან წარმართულნი სვლანი შენნიო!

- ბარაქალა, ჩემო მელიავ, ვინ გასწავლა ეგეთი ჭკვიანური გაყოფაო, - ჰკითხა მას დათვმა.

- მელიამ მიუგო: - შენ რომ წეღან ისე ძალიან ჩაარტყი მგელს თავში, ჭკუას როგორ ვერ ვისწავლიდიო!

My files | ნანახია: 1590 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: lukkkka | თარიღი: 2015-06-18 | კომენტარი (0)

დედინაცვალი და გერი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქალი. მომაკვდავმა დედამ ერთი ფინია და ერთი ძროხა დაუტოვა, თან ანდერძად დაუბარა: ვინიცობაა შვილო მამაშენმა მეორე ცოლი შეირთოს და ძროხა დაკლას, შენ ამ ძროხის ხორცი არ ჭამო და ძვლებს კი თავი მოუყარე და ორმოში ჩაყარეო.

მამამისმა მართლა მეორე ცოლი შეირთო. დედინაცვალი გერს გადაეკიდა, სულ იმის ფიქრში იყო, რა ხერხი ეხმარა, რომ დაეჩაგრა. ადგა და ავადმყოფობა მოიგონა, ლავაშები დააცხობინა, ზედ ლოგინი გაშალა, და დაწვა. გადაბრუნდ-გადმობრუნდებოდა და ლავაშებს მტვრევა გაჰქონდა. ქმარმა რომ ნახა, ჰკითხა: ქალო, ავად რითი ხარო?

- გვერდები მტკივა და მემტვრევაო, - მიუგო ცოლმა.

- მერმე რა უნდა იწამლოო? - ჰკითხა ქმარმა.

- ასე მითხრეს, სანამ თქვენი ძროხის ნაღველს არ დალევ, არა გეშველება რაო, - უთხრა ცოლმა.

კაცმა იწყინა: დედამ ერთი ძროხა დაუტოვა თავის ქალს და როგორ დავუკლაო. რაკი აღარაფერი გაეწყობოდა, ძროხა დაკლეს. მაშინ ადგა გერი, ერთ დედაბერთან წავიდა და შესჩივლა: დედაჩემის დატოვებული ძროხა დამიკლესო.

- დედაშენმა რა გითხრაო? - ჰკითხა დედაბერმა.

ქალმა მიუგო: ასე მითხრა, ძროხის ხორცს ნუ ჭამ და ძვლებს კი თავი მოუყარეო. დედაბერმა დაარიგა: წადი, შვილო, ბაგის ქვეშ ორმო გათხარე და ის ძვლები შიგ ჩაყარეო.

გერრი დაბრუნდა; ბაგის ქვეშ ორმო გათხარა, ძროხის ძვლები, ტყავი და თავ-ფეხი შიგ ჩაყარა და ზედ ფიცრები დაახურა.

დედინაცვალმა ნაღველა დალია და მორჩა. ადგა და გერი სამწყემსურში გაგზავნა. ერთი პური გაატანა და უთხრა:

- ეს პური გამვლელსაც აჭამე, გამომვლელსაც, შენცა ჭამე და შინაც ბევრი მოიტანეო!

გერი წავიდა. ტყეში რომ შევიდა, მაღლობზე შედგა, ტირილი დაიწყო და აბრეშუმის რთვას მოჰყვა. მაღლობიდან გადმოიხედა და ერთი სახლ-კარი დაინახა, შიგ დედაბერი იყო. მივიდა სახლის ბანზე, ჩამოჯდა და აბრეშუმის რთვა დაიწყო. გერს კვირისტავი ჩაუვარდა და ჩასძახა: დედაშვილობას, ეგ კვირისტავი მომაწოდეო.

- დედაბერმა ასძახა: - აჰა, შვილო, კვირისტავიო; - მერმე უთხრა: ჩამოდი ძირს, ერთი სახლი დამიგავეო!

გერი ჩავიდა, სახლი დაუგავა, დაუწმინდა.

- ერთი ჭურჭელი დამირეცხეო! - უთხრა დედაბერმა.

დაურეცხა, დაუსუფთავა და დაულაგა.

- ერთი ქვევრებსაც დამიხედეო!

წავიდა, დახედა და მოახსენა: უჰ, რა კარგი და სუფთა ქვევრები გქონიაო.

ბოლოს უთხრა: შვილო რადა ტიროდიო?

- დედინაცვალმა ეს აბრეშუმი და ეს პური გამომატანა. პური გამვლელსაც აჭამე, გამომვლელსაც, შენცა ჭამე და შინაც ბევრი მოიტანეო; აბრეშუმიც დამირთეო!

დედაბერმა თავისი პური აჭამა, მისი კი უკანვე მისცა, აბრეშუმის დართვაშიც მოეხმარა. დაღამებისას კი შინ დაბრუნდა. გერი დედაბერს მიეჩვია და ყოველთვის, როცა სამწყემსურში წავიდოდა, იმას ესტუმრებოდა.

ერთხელ, გერი რომ მორჩა სახლ-კარის დაგვა-დალაგებას, დედაბერმა, თითქო მადლის გადასახდელადაო, უთხრა:

- წადი, შვილო, აგერ მდინარე წყალი მოდის, ნაპირას დაჯექ, თეთრმა წყალმა რომ ჩამოიაროს არ იბანაო, არც შავში, არც ვირის ფერში; ოქროსფერმა რომ ჩამოიაროს იმაში კი თავი დაისველე და ჩემთან მოდიო!

გერმა ოქროსფერ მდინარეში თავი დაისველა და დედაბერთან მოვიდა. ოქროს თმა ამოსვლოდა. თავი მაგრად შეუხვია და საღამოს შინ გაისტუმრა. გერი დედინაცვალს ემალებოდა, ვაითუ თმა დამინახოს და მომკლასო.

მაგრამ მისი თმის ბრწყინვას დედინაცვალმა თვალი მოჰკრა, მივარდა; თავს გადახადა, დახედა, გაოცდა და შურით გლეჯა დაუწყო.

მერმე დაწვრილებით გამოჰკითხა და როცა გერის თავგადასავალი შეიტყო, იმის მაგივრად ახლა თავისი საკუთარი შვილი გაგზავნა სამწყემსურში, თანაც დაარიგა, როგორც უნდა მოქცეულიყო. პური და აბრეშუმ-თითისტარი გაატანა და რაც თავის გერს, იმასაც ისე დააბარა.

წავიდა ქალი, ტყეში შევიდა, შედგა დედაბრის სახლის ბანზე და ხელი მიჰყო აბრეშუმის რთვას, კვირისტავი ჩაუვარდა და გადასძახა:

- შე ქოფაკო დედაბერო, ეგ კვირისტავი მომაწოდეო!

- ჩამოდი და აიღეო! - უთხრა დედაბერმა.

ქალი ჩავიდა.

- აბა, ერთი სახლი დამიგავეო, - უთხრა დედაბერმა.

შევიდა სახლში და ყველაფერი მიუმტვრ-მოუმტვრია.

- ერთი ჭურჭელიც დამირეცხეო!

ჭურჭელი სულ დაუმტვრია.

- ერთი ქვევრებს დამიხედეო!

- ფუჰ, ფუჰ, რა მყრალი ქვევრები გქონია, უწმინდურობით არის სავსეო.

- აბა, შვილო, წადი, - უთხრა დედაბერმა, ამა და ამ ადგილას დაჯექი; რამდენიმე წყალი ჩამოივლის, მაგრამ თავი არ დაისველო, სანამ ვირისფერმა წყალმა არ ჩამოიაროსო.

ქალი წავიდა, ვირისფერ წყალში დაისველა თავი და ვირის ყურები გამოება. ადგა და დედასთან გაეშურა ტირილით და თავისი ამბავი შესჩივლა.

დედამ რომ ნახა, თავში ხელი იცა, ბევრი იდარდა, მაგრამ რაღას გააწყობდა.

ხანი გავიდა. დღესასწაულმა მოატანა. დედინაცვალდი თავისი ქალით თემობაზე წავიდა, გერი კი შინ დატოვა. ერთი კოდი ფეტვი დაუყარა და საცეხველი დაუდგა: ეს ფეტვი ცრემლით ისე აკრიფე, ერთი მარცვალიც არ დარჩესო.

გერმა ტირილი მორთო, წავიდა და დედაბერს შესჩივლა: ასეა ჩემი საქმე და რა ვქნაო?

- ნუ გეშინია, შვილო, წამოვალ და მაგ საქმისა მე ვიციო.

წამოჰყვა, დაუძახა რაც ქვეყანაზე ფრინველი იყო და უთხრა: ეს მარცვლები აკრიფეთო!

ფრინველებმა აკრიფეს და საბათმანოში ჩაყარეს; მერმე დედაბერმა საცეხველში წყალი ჩაასხა. მარილი ჩაყარა და უთხრა გერს:

- ადი, შვილო, ხელ-პირი დაიბანე, წადი და საცა ძროხის ძვლები ჩაყარე, იმ ორმოს ახადე და ასე თქვი: რაშო, ყველაფრით გაწყობილო, ამოდი და ჩემი ტანისამოსიც ამომიტანე-თქო!

გერი წავიდა, ორმოს თავს დაადგა, ყველაფერი უთხრა, როგორც დედაბერმა დაარიგა. რაში შეკაზმული ამოვიდა და გერის ტანისამოსიც ამოიტანა. ჩაიცვა გერმა და რაშზე შეჯდა, დედაბერმა უთხრა: წადი ახლა დღეობაში, ცალ ხელში თვალ-მარგალიტი დაიჭირე, ცალ ხელში - ნაცარიო!

გერი წავიდა. რაშიანი ქალი რომ ნახეს, გაუკვირდათ. თვალ-მარგალიტი მამისკენ გადაყარა, ნაცარი - დედინაცვლისკენ და საჩქაროდ გამობრუნდა, რომ შინაურებისათვის შინ მიესწრო, მაგრამ მდინარე წყალში გავლის დროს ცალი ქოში ჩაუვარდა. შინ რომ მივიდა, ტანთ გაიხადა, ტანისამოსი შეახვია და რაშს დააკრა, ბაგაზე შეიყვანა და უთხრა: რაშო ჩაბრძანდი შენს ადგილასაო.

რაში ჩავიდა, გერმა ორმოს თავი დახურა, შემობრუნდა შინ, ძველებურადვე მობურდნული დაჯდა კერასთან და დაიწყო ტირილი.

დედინაცვალი რომ დაბრუნდა, გერს თავში ჩაჰკრა და უთხრა: შენმა სიცოცხლემ სწორედ შენა გგავდა დღეობაში რომ ქალი ვნახეო!

იმ მდინარე წყალზე, სადაც გერს ქოში ჩაუვარდა, ხელმწიფის მეჯინიბეებმა ცხენები ჩაიყვანეს წყლის დასალევინებლად. ცხენები დაფრთხნენ და წყალი აღარ დალიეს, რაკი შიგ ოქროს ქოში ბრწყინავდა.

ხელმწიფეს ამბავი მიუვიდა: მდინარეში რაღაცა გდია, ცხენები დაფრთხნენ და წყალი აღარ დალიესო.

ხელმწიფემ მაშინვე მცურავები გაგზავნა. მცურავებმა ქოში ამოიღეს და ხელმწიფეს მიართვეს.

ხელმწიფემ ქოში იასაულებს მისცა და უბრძანა: რკინის ქალამნები ჩაიცვით, რკინის ჯოხები დაიჭირეთ, წადით, ცისქვეშეთი დაიარეთ, სადაც ქალამანი გაგიცვდეთ და ჯოხი გაგიტყდეთ, იქ იქნება ამის ჩამცმელი ქალი და წამოიყვანეთო.

ქვეყანა მოვლეს, მივიდნენ იმ გლახისას, სადაც ის ქალი იყო. ჯოხიც იქ გატყდა და ქალამნებიც იქ გაცვდა.

- სახლში შეგვიშვით, უნდა შევამოწმოთო! - უთხრეს იასაულებმა.

დედინაცვალმა არ შეუშვა, ხელი ჰკრეს, შეცვივდნენ და ძებნა დაუწყეს. დედინაცვალმა გერი საჩქაროდ თონეში ჩააგდო, ჭილობი გადააფარა, ზედ სიმინდი დაყარა და კრუხ-წიწილს დაუძახა. მივარდა თავის ქალს, ქოშის ცმა დაუწყო, მაგრამ არ მოერგო. იასაულები გავიდნენ ეზოში, ნახეს ფინია თონეს გარშემო ურბენდა და იძახდა: თეთრი ქალია თონეში, თეთრი ქალია თონეშიო!

მივიდნენ, თონეს ახადეს და მშვენიერი ქალი კი ამოიყვანეს. ქოში რომ ნახა, თქვა, ჩემიაო, ჩაიცვა და მოერგო. წაყვანა დააპირეს, მაგრამ გერმა მოახსენა: აქ მომიცადეთ და აქ გეახლებითო.

წავიდა, ორმოს თავს დაადგა, ახადა და უთხრა: რაშო, ყველაფრით გაწყობილო, ამოდი და ჩემი ტანისამოსიც ამომიტანეო. რაში მაშინვე ამოვიდა, ქალმა ჩაიცვა, მზეს დაემსგავსა, შეჯდა რაშზე და იასაულებს წაჰყვა. დედინაცვალი მოახლედ წაიყვანეს და მასთან მისი ქალიც.

გზაში მდინარე წყალი დახვდათ გასავლელი. დედინაცვალს თურმე კალთაში კატა გაეხვია. წყალს რომ მიუახლოვდნენ კატა გაუშვა და დაიყვირა: არიქა, კურდღელი, კურდღელიო!

იასაულები გამოუდგნენ. დედინაცვალი მაშინვე გერს სწვდა, ტანსაცმელი გახადა, თავის ქალს ჩააცვა და რაშზე შესვა, გერს კი ხელი ჰკრა და წყალში ჩააგდო. გერი თევზმა ჩაყლაპა. დედინაცვლის ქალი ხელმწიფეს მიჰგვარეს. იქორწილა. ვირის ყურები რომ უნახა ქალს, არ იამა, მაგრამ რას იზამდა.

ერთი მებადური თურმე იმ მდინარეზე თევზაობდა; ბადე ისროლა, ნახა, რომ დიდი თევზი მოედო, გამოიტანა, თევზი გამოფატრა და ცოცხალი ქალი გამოიყვანა.

მებადური თვითონ უშვილო იყო და თქვა: ღმერთმა შვილი მომცაო. ქალმა უთხრა,: რადგან წყლიდან გამომიყვანე და ქვეყნიერება დამანახვე, წამიყვანე და ბედსა გწევო. მებადურმა ცოლს მიჰგვარა: შვილი მაინც არა გვყვავდა და ახლა ღმერთმა ეს ქალი მოგვცა შვილადო.

კარგად მოუარეს, ჩააცვეს და დაახურეს. გერი თუ უწინ კარგი იყო, ახლა ერთიორად უკეთესი გახდა. კარგა ხანმა გაიარა, მებადურს უთხრა:

- მამავ, ესა და ეს ხელმწიფე დამიპატიჟეო.

- შვილო, ჩვენ რა გვაქვს მისი საკადრისი, ან რა ღირსი ვართ, ხელმწიფე დავპატიჟოთო.

შვილობილმა დაამშვიდა: ნუ გენაღვლება, მხალს გავაკეთებ და იმაზე მოვიწვევო.

ხელმწიფე სანადიროდ დადიოდა. მებადური შემოეყარა და მოახსენა: ხელმწიფევ, გთხოვთ, ღარიბის ოჯახში მობრძანდეო.

ხელმწიფემ თქვა: რა საქმე უნდა ჰქონდეს ჩემთან, რომ მპატიჟებსო, და ეწვია. სახლში რომ შევიდა, სკამი მიართვეს. ხელმწიფე დაბრძანდა. ქალმა მხალი, პური და ღვინო მიართვა. ქალს პირბადე ჰქონდა ჩამოფარებული.

ჩემო ხელმწიფევ, მე ამის მეტი შეძლება არა მქონდა, რომ გაგმასპინძლებოდიო.

ხელმწიფეს გაუკვირდა: პირახვეული რად არისო?

- სიტყვა მაქვს მოსახსენებელი, იმიტომ გავბედე და გავკადნიერდი, შენ დაპატიჟებას მამაჩემი ვერ ბედავდა, მაგრამ ძალა დავატანეო.

- აბა, პირს აიხადე და მითხარი, რა გაქვს სათქმელიო.

ქალმა პირბადე აიხადა. ხელმწიფემ რომ შეხედა, მისი მშვენიერებით გაოცდა და ოქროს თმამ გააკვირვა.

ქალმა უამბო თავისი თავგადასავალი.

ხელმწიფემ მაშინვე გაგზავნა იასაულები; ორივე დედა-შვილი მოაყვანინა, ცხენის კუდზე გამოაბმევინა და ისე ათრევინა.

ქალი წაიყვანა, მეთევზე და მისი ცოლი თან გაიყოლა.

შინ რომ მივიდა, იქორწილა და იწყეს ბედნიერი ცხოვრება. მათი ნახვა მტერსაც კი უხაროდა.

ელასა, მელასა,

ძილი გაამოთ ყველასა.

My files | ნანახია: 1038 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: lukkkka | თარიღი: 2015-06-18 | კომენტარი (0)

გველადქცეული მზეთუნახავი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ბალღი. მას შრომა არ უყვარდა, პურის ჭამაში კი მაგარი იყო. ეს ბიჭი როცა გაიზარდა, ჯარში წაიყვანეს. ჯარში ის შესანიშნავი კაცი გახდა, საყოჩაღოთ გაითქვა სახელი. ყველას შეუყვარდა. ტანადობით და შეხედულებითაც იმ სახელმწიფოში ყველას სჯობდა. ორი წლის მერე ძალიან მოუნდა მშობლების ნახვა და მეთაურს შეეხვეწა, სახლში დამითხოვეო. მეთაურებს ძალიან უყვარდათ და არ ეთმობოდათ, მაინც დაითხოვეს. ბიჭი შეჯდა შეკაზმულ ცხენზე და გაუდგა გზას. ერთხელ გზაზე დაუღამდა და ერთი უღრანი ტყე ჰქონდა გასავლელი. როცა გაიარა ეს ტყე, ნახა ერთი უზარმაზარი მინდორი და ტყის პირას შუაღამისას ენთო დიდი ცეცხლი. იქ არაფერი ჩანდა სხვა, მაგრამ ცეცხლიდან მოისმოდა ქალის ხმა: მიშველეთ, მიშველეთ, მიშველეთო!

ბიჭი მივიდა ახლოს და დაუძახა: - როგორ გიშველო, შენ ცეცხლში ხარ, მე ნაპირზე და არცა სჩანხარო. - ამ დროს ცეცხლიდან გადმოხტა წითელი გველი და ბიჭს შემოეხვია, პირი კი ყელზე მიადო და უთხრა: - დიდი ხანია შენ დაგეძებ და ძლივს გიპოვეო. ბიჭი გაუდგა გზას. გზის პირას შეხვდათ ერთი სახლი. გველი შემოეხსნა და უთხრა: - მიდი, ამ სახლში დაიძინე ამაღამ, დილაზე გამოდი და ისევ გავუდგებით გზასაო. ეს ბიჭი შევიდა სახლში, მაგრამ არ დაუძინია. ცოტა ხნის შემდეგ ბიჭმა იფიქრა, ახლა იმ გველს ან ეძინება, ან სხვაგან იქნება წასულიო და გავეპარებიო.

გამოვიდა გარეთ და გამოსწია. როგორც კი გზაზე გამოვიდა, გველი ეტაკა და ისევ შემოეხვია. - თუ დასვენება არ გინდა, ახლა მე გაჩვენებ სეირსაო, და გაუყენა გზას. მიადგნენ ერთ მაღალ კოშკს. გველი შემოეხსნა ბიჭს და მზეთუნახავ ქალად იქცა. ამ კოშკში ორი სხვა ქალიც იყო, ნაგველარის დები. ქალმა ბიჭი აიყვანა კოშკში და მასზე დაინიშნა. ერთი კვირის შემდეგ ბიჭმა სთხოვა ცოლს. - დიდი ხანია მშობლები არ მინახავს, გამიშვი და ისევ მალე მოვალო. - ცოლმა უთხრა: - დაგითხოვ, მხოლოდ აქედან ცოცხალი წახვალ და იქიდან მკვდარი მოხვალო. მისი ცოლი გულთმისანი იყო. ერთი ისეთი ხანჯალი გაატანა, რომ ვისზედაც ეტყოდა, თუნდაც მილიონობით ხალხი ყოფილიყო, ყველას თავებს დასჭრიდა.

ეს ბიჭი შეჯდა ცხენზე, ხანჯალიც წაიღო და გაუდგა გზას. დაუღამდა ხელმწიფის სახლის ახლოს. მივიდა ხელმწიფის სახლში და იმ ღამეს იქ დარჩა, ამ ხელმწიფეს ჰყავდა ერთი ლამაზი ქალი. ამ ქალს უყვარდა სხვა სახელმწიფოს ხელმწიფის შვილი და იმ ბიჭსაც უყვარდა ქალი, მხოლოდ ქალის მამას არ მოსწონდა სასიძო. მეორე დღეს ბიჭი საომრად უნდა მოსულიყო თავისი ჯარით და ეს ქალი გაეტაცათ. ამ ქალის მამას ახლად მოსული ბიჭი მოეწონა სასიძოდ და უთხრა კიდეც: შენ ჩემი სიძე გახდი თუ გავიმარჯვეო. ხვალ სხვა მეფის შვილი მოდის ჩემი ქალის მოსატაცებლადო და ჩხუბს მიპირებსო. ბიჭმა იმედი მისცა: - ნუ გეშინია, მე მარტოკა ვეომებიო.

მართლაც, მეორე დღეს ამ სახელმწიფოს მოადგა დიდი ჯარი. ეს ბიჭი მარტოკა გამოვიდა საბრძოლველად. უბრძანა თავის ხანჯალს: იმ ბიჭის გარდა, რომელსაც ეს ქალი უყვარს, ყველას თავები დასჭერიო. ხანჯალმა აასრულა დავალება. ხელმწიფის შვილი დაღონდა და სირცხვილისაგან აღარ იცოდა რა ექნა, ერთმა ბიჭმა ამოდენა ჯარი როგორ დამიხოცაო. იმ ღამეს გამარჯვებული ქალთან დააწვინეს, ქალი შეეხვეწა, მითხარი, ამოდენა ჯარი როგორ დახოცეო. ბიჭმაც უთხრა ხანჯლის ამბავი. როცა ბიჭს დაეძინა, ქალმა მოჰპარა ხანჯალი და დამარცხებულს წაუღო. მეორე დღეს დამარცხებულმა ბიჭმა გამარჯვებულს ომი გამოუცხადა და იმ ხანჯლით მოკლა ეს ბიჭი, თვითონ კი ზესიძედ მივიდა. ამ ბიჭის გვამი ჩადეს ხურჯინში, ცალ მხარეს ქვები ჩააწყეს და ცხენს აჰკიდეს. ცხენმა მზეთუნახავების კოშკში მიიტანა. ცოლმა ამოიღო ხურჯინიდან მკვდარი ქმარი და გააცოცხლა. ახლა ბიჭი შეეხვეწა ცოლს, ისეთ ცხენად მაქციე, რომ გულთმისანი ვიყო, ლაპარაკი ვიცოდე და კარგი მოსაწონიც ვიყოო. ცოლმა მართლაც აქცია გულთმისან ცხენად.

ცხენი წავიდა იმ სახელმწიფოში, სადაც იგი მოკლეს. გავიდა ბაზარში, დაინახა ერთი გლახა, მივიდა ახლოს და უთხრა: - ბიჭო, მოდი ჩემთანაო. - გლახამ გაიგო ცხენი დამელაპარაკაო, შეეშინდა და გაიქცა. ცხენი გამოეკიდა, დაიჭირა და უთხრა: - შე, ბეჩაო, რას გარბიხარ, მოდი შემაჯექ, მავან ხელმწიფეს მიმყიდე, ათას თუმნად დამაფასე და მოგცემენო. გლახამ მართლაც წაიყვანა ცხენი და თავის ხელმწიფეს მიჰყიდა ათას თუმნად. ეს ცხენი მეფემ დააბა გრილოში. ცხენი როცა იმ ქალს დაინახავდა, რომელმაც ხანჯალი მოჰპარა, სულ თვალებში უყურებდა. ქალს შეეჯავრა ცხენი და უთხრა ქმარს, დავკლათო. მართლაც, გადაწყვიტეს ცხენის დაკვლა. აქა ჰყავდათ ათი წლის გოგო, რომელსაც ცხენი ძალიან უყვარდა, ეს ამბავი რომ გაიგო, მივიდა ცხენთან ტირილით და უთხრა: - ვაიმე, ჩემო ცხენო, დღეს უნდა დაგკლანო, - თან თვალებზე ხელს უსვამდა. ცხენმა ჰკითხა: - უნდა დამკლანო? - ქალმა ცხენის ლაპარაკი რომ გაიგო, შეეშინდა და უკან გადახტა. ცხენმა უთხრა: - როცა დამკლავენ, შენ ახლოს მოდი; შენსკენ ერთი წვეთი სისხლი გადმოვარდება, აიღე მიწიანად და თქვენს ბაღში ჩამარხეო.

ცხენი დაკლეს და გოგო ისეც მოიქცა. რამდენიმე დღის შემდეგ სისხლდამარხულ ადგილას ამოვიდა ერთი დიდი ძირი ვაშლის ხე. იგი ზამთარ-ზაფხულ სულ მწიფე ნაყოფს ისხამდა. როცა ქალი ხესთან მივიდოდა, ის ხე ერთბაშად შეირყეოდა, ვაშლი ჩამოცვიოდა და ქალს თავში რახარუხს აუტეხდა. თუ ქალი ზედ ავიდოდა, მაშინვე ტოტები უტყდებოდა და დაბლა ვარდებოდა. ამ ქალმა ვაშლიც შეიძულა და ქმარს შეეხვეწა, მოვჭრათო. პატარა გოგომ ესეც გაიგო, გაიქცა ვაშლთან ტირილით და უთხრა: - ვაიმე, ჩემო ვაშლო, უნდა მოგჭრანო. ვაშლმა ჰკითხა: - უნდა მომჭრანო?

ქალს ვაშლის დალაპარაკებაზე შეეშინდა და უკან გახტა. ვაშლმა უთხრა: - როცა მომჭრიან, ერთი ნაფოტი შენსკენ გადმოვარდება, აიღე და მაგათ აბანოში ჩააგდეო. როცა ვაშლი მოჭრეს გოგო ეგრეც მოიქცა: ნაფოტი აბანოში ჩააგდო. ნაფოტი ბატად იქცა. ცოლ-ქმარმა რომ დაინახეს ბატი, დაიხადეს ტანისამოსი, ის ხანჯალით იქ დადეს, და შევიდნენ ბატის დასაჭერად. ბატმა შორს გაიტყუა, მობრუნდა, თვითონ გამოვიდა ნაპირზე და ისეთ ბიჭად იქცა, როგორიც წინათ იყო. ჩაიცვა ტანისამოსი, ხანჯალიც აიღო, დახოცა ცოლ-ქმარი და თვითონ წავიდა ცოლთან. მერე თავისი მშობლებიც იქ გადაიყვანა და იცხოვრეს ტკბილად.

ჭირი იქა, ლხინიაქა,

ქატო იქა, ფქვილი აქა.

 

My files | ნანახია: 944 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: lukkkka | თარიღი: 2015-06-18 | კომენტარი (0)

1-10 11-20 21-21